Tuesday, November 26, 2013

1922 წლის აგვისტო-სექტემბრის გამოსვლები

ბრალდებული იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანოვი (გედევანიშვილი), დაბადებული 1872 წელს, განათლება უმაღლესი - კადეტთა კორპუსის უმაღლესი სასწავლებელი. დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის 1923 წელს. ბრალდებულთა ჩვენებებზე დაყრდნობით გამოძიებამ დაადგინა შემდეგი - საბოლო დადგენილება:
   „გაერთიანებული სამხედრო ცენტრი“ შეიქმნა 1921 წლის ბოლოს ან 1922 წლის დასაწყისში. მასში შედიოდნენ: გენერალი ვარდენ წულუკიძე (მენშევიკებისა და ფედერალისტებიდან), კოტე აფხაზი (ეროვნულ-დემოკრატებიდან), შტაბის უფროსი იყო ქართული დივიზიის შტაბის უფროსი მუსხელიშვილი. მათთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ასევე შემდეგ პირებს: გენერალ მაზნიევს (მაზნიაშვილი), გენერალ ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი) /ტაქტიკის მასწავლებელი კურსანტთა სკოლაში/,  1-ლი ქართული პოლკის ყოფილ უფროსს 1921 წელს გენერალ სოსო გედევანოვს (გედევანიშვილი), ოფიცერ ხომერიკს. 
 
„რაც რომ გულში მაქვს უნდა ვსთქვა,
გინდ რომ დამარტყა თავზე ქვა,
მინდა ჩვენ ხალხზე რამე ვსთქვა,
ჩემი წყლულები გამოვსთქვა.
რაც მეზობლები დამიჯდა,
ყველა მტერადა დამიჯდა,

Wednesday, November 13, 2013

უძღვნი დროებით კომუნისტებს


ეგრე გლახა გრძნეულო
კომუნისტო წყეულო,
გაგვეცალეთ აქედან
ძალით შემოჩვეულო.
მოგვშორდით წაშავდით
თქვენი ნაგლეჯ ფარაჯით,
ისიც კმარა ამდენხანს
მუქთათ რომ გინახამდით.

გაუმარჯოს ჟორდანიას“

ძირს ტროცკი და ლენინი

     ხელს ვაწერ „ნორჩი“
  
 (შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #23480, ტომი #3, ყუთი #81, საქმე - ჯიჯილოვი ა.)

Tuesday, November 12, 2013

გაძევებულ სტუდენტების მოწოდება. ქართველ სტუდენტობას.



საქართველოდან გაძევებულნი თქვენი ამხანაგები გიძღვნით ძმურ სალამს და გემშვიდობებით. მძიმეა ჩვენთვის ეს ხვედრი, აუტანელია საქართველოში მებრძოლთა რიგებიდან გამოთიშვა...
ამხანაგებო! დროებით ვაკლდებით თქვენს მებრძოლ რიგებს, მაგრამ იმ იმედით ვცოცხლობთ, რომ მოკლე ხანშივე დაუბრუნდებით თქვენს ლაშქარს. ნუ იდარდებთ ჩვენ თავგადასავალზე, ნუ მიეცემით მწუხარებას ჩვენი ხვედრის გამო. ქართველ ახალგაზრდობას, სახელოვანი წინაპრების შთამომავალთ არ შეგვშვენის გლოვა და მწუხარება...
ამხანაგებო! გულს მაინც სევდა იპყრობს, როდესაც ვხედავთ, რომ ძალით გვაშორებენ ჩვენს დედა უნივერსიტეტს. ქართული ეროვნული კულტურის იმ კერას, სადაც პირველად ვეზიარეთ მეცნიერებას; გვაღონებს ეს გარემოება, რომ ვშორდებით ჩვენს მამებს - მეცნიერებს - ქართული უნივერსიტეტის პროფესორებს, რომელთა დაუშრეტელი ენერგიით აშენდა ეს დიდი და წმინდა ტაძარი მეცნიერებისა, მტკიცე ბურჯი და ბალავერი ქართული ეროვნობისა.

Sunday, June 30, 2013

1921 წლის 25 თებერვალს დაღუპულთა პანაშვიდი



1922 წელი. უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაუწყვეტიათ, ქაშუეთში პანაშვიდი გადაეხადათ დახოცილი სტუდენტებისათვის. ამის შესახებ შეიტყო მთავრობამ და გამოსცა კანონი საეკლესიო პანაშვიდის აკრძალვის თაობაზე. პროტესტის ნიშნად 1922 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა გამართეს დემონსტრაცია, რის გამოც მათი ნაწილი დააპატიმრეს. ამონაწერი საქმეზე არსებული დაკითხვის ოქმებიდან: