Saturday, September 19, 2015

დაუმორჩილებელი სტუდენტი დავით ბრელიძე

1939 წლის 27 აპრილს ქ. გორში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დააპატიმრეს დავით ლევანის ძე ბრელიძე, 22 წლის, გორის პედინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით.

დავით ბრელიძე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის #4 ოთახში სტუდენტთა შორის ამბობდა: „საბჭოთა მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში სინამდვილეს ასახავენ ისე, როგორც ავალებს პარტია და აქებენ მხოლოდ ბელადს“. 1-ლ მარტს ლექციის შემდეგ საერთო საცხოვრებელში გაზეთის კითხვისას წამოიჭრა საკითხი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რა დროსაც ბრელიძემ თქვა: „ფაშისტურმა გერმანიამ უკვე დაიპყრო დასავლეთ ევროპის სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რითაც ჰიტლერი ასრულებს საკუთარ გეგმას. 1941 წელს გერმანია მოადგება სსრკ-ს და გამოჩნდება, რა ძალის მქონეცაა წითელი არმია“. 15 მარტს სადილის დროს მან დალია ჰიტლერის სადღეგრძელო: „გაუმარჯოს ფაშისტ ჰიტლერს!“

ძიება დიდხანს მიმდინარეობდა. 1939 წლის 16 ივლისს საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. 1940 წლის 16 თებერვალს გამოიტანეს განაჩენი: დავით ლევანის ძე ბრელიძეს ბრალი ედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58. 10 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო შემდეგი 2 წელი ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები. 
                                               
                                                   ( შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #3907-07,  ყუთი #7,                                                                             ბრელიძე დ. ბ.)