Wednesday, November 9, 2016

არქიმანდრიტ პიმენ დაშნიანის დახვრეტის ოქმი


27 აპრილს ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია პროექტის - „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ - ფარგლებში.





მიხეილ ჯავახიშვილის წერილი პარიტეტული კომიტეტის გამასამართლებელი სასამართლოს თავმჯდომარეს

Thursday, April 28, 2016

ტიციან ტაბიძის დახვრეტის ოქმი


მიხეილ ჯავახიშვილის წერილი პარიტეტული კომიტეტის გამსამართლებელი სასამართლოს თავმჯდომარეს


ლევან გოთუას საბრალდებო დასკვნა


Saturday, September 19, 2015

დაუმორჩილებელი სტუდენტი დავით ბრელიძე

1939 წლის 27 აპრილს ქ. გორში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დააპატიმრეს დავით ლევანის ძე ბრელიძე, 22 წლის, გორის პედინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით.

დავით ბრელიძე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის #4 ოთახში სტუდენტთა შორის ამბობდა: „საბჭოთა მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში სინამდვილეს ასახავენ ისე, როგორც ავალებს პარტია და აქებენ მხოლოდ ბელადს“. 1-ლ მარტს ლექციის შემდეგ საერთო საცხოვრებელში გაზეთის კითხვისას წამოიჭრა საკითხი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რა დროსაც ბრელიძემ თქვა: „ფაშისტურმა გერმანიამ უკვე დაიპყრო დასავლეთ ევროპის სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რითაც ჰიტლერი ასრულებს საკუთარ გეგმას. 1941 წელს გერმანია მოადგება სსრკ-ს და გამოჩნდება, რა ძალის მქონეცაა წითელი არმია“. 15 მარტს სადილის დროს მან დალია ჰიტლერის სადღეგრძელო: „გაუმარჯოს ფაშისტ ჰიტლერს!“

ძიება დიდხანს მიმდინარეობდა. 1939 წლის 16 ივლისს საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. 1940 წლის 16 თებერვალს გამოიტანეს განაჩენი: დავით ლევანის ძე ბრელიძეს ბრალი ედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58. 10 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო შემდეგი 2 წელი ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები. 
                                               
                                                   ( შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #3907-07,  ყუთი #7,                                                                             ბრელიძე დ. ბ.)