1939 წლის 27 აპრილს ქ. გორში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დააპატიმრეს დავით
ლევანის ძე ბრელიძე,
22 წლის, გორის პედინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით.
დავით ბრელიძე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის
#4 ოთახში სტუდენტთა შორის ამბობდა: „საბჭოთა მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში სინამდვილეს
ასახავენ ისე, როგორც ავალებს პარტია და აქებენ მხოლოდ ბელადს“. 1-ლ მარტს ლექციის
შემდეგ საერთო საცხოვრებელში გაზეთის კითხვისას წამოიჭრა საკითხი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რა
დროსაც ბრელიძემ თქვა: „ფაშისტურმა გერმანიამ უკვე დაიპყრო დასავლეთ ევროპის სამი დამოუკიდებელი
სახელმწიფო, რითაც ჰიტლერი ასრულებს საკუთარ გეგმას. 1941 წელს გერმანია მოადგება სსრკ-ს
და გამოჩნდება, რა ძალის მქონეცაა წითელი არმია“. 15 მარტს სადილის დროს მან დალია ჰიტლერის
სადღეგრძელო: „გაუმარჯოს ფაშისტ ჰიტლერს!“
ძიება დიდხანს მიმდინარეობდა. 1939 წლის 16 ივლისს საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. 1940 წლის 16 თებერვალს გამოიტანეს განაჩენი:
დავით ლევანის ძე ბრელიძეს ბრალი ედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58. 10 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო შემდეგი 2 წელი ჩამოერთვას
პოლიტიკური უფლებები.
( შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #3907-07, ყუთი #7, ბრელიძე დ. ბ.)