1936 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) დააპატიმრა შემდეგი პირები:
1.
ლამაზაშვილი
გიგო ილოს ძე
2.
ტეტელაშვილი
ნიკო ივანეს ძე
3.
ნატრიაშვილი
ვლადიმერ სტეფანეს ძე
4.
ხუცურაული
ქეთო დავითის ასული
5. ზურაბაშვილი ელენე ივანეს ასული
მათ ბრალი ედებათ შემდეგში:
დასახელებეულმა პირებმა მიზნად დაისახეს, გაევრცელებინათ
ხალხში ცრუმორწმუნეობა, მოიგონეს, ვითომ ხატებისაგან იყვნენ შეშლილნი და ამ ნიადაგზე
კახეთის სოფლებში ეწეოდნენ ანტისაბჭოთა და ანტიკოლმეურნეობრივ აგიტაციას. თავს ასაღებდნენ
„ღვთის კაცებად“ და მოუწოდებდნენ ხალხს, ევლოთ ეკლესიაში და ელოცათ. ხუცურაული ქეთო
და ზურაბაშვილი ელენე ეწეოდნენ ექიმბაშობას და მკითხაობას მოსახლეობის ჩამორჩენილ ფენებში, ყიდდნენ შელოცვილ წამლებს და ამით ატყუებდნენ მშრომელ გლეხობას.
აღნიშნული ბრალდება ჩაითვალოს დამტკიცებულად და ბრალდებულებს მისაჯოთ:
1.
ლამაზაშვილი
გიგო ილოს ძე - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საარჩევნო უფლება ჩამოერთვას 2 წლით;
2.
ტეტელაშვილი
ნიკო ივანეს ძე - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საარჩევნო უფლება ჩამოერთვას 2 წლით;
3.
ნატრიაშვილი
ვლადიმერ სტეფანეს ძე - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საარჩევნო უფლება ჩამოერთვას
2 წლით;
4.
ხუცურაული
ქეთო დავითის ასული - იძულებითი მუშაობა 1 წლით;
5.
ზურაბაშვილი
ელენე ივანეს ასული - იძულებითი მუშაობა 1 წლით.
(ფონდი 6, საარქივო #36109-07, ტომი 3, ყუთი 26, ნატრიაშვილი ვ. და სხვ.)
No comments:
Post a Comment