1936 წელს აფხაზეთის მთიანეთში დააპატიმრეს ორი მწყემსი: იპა დამის ძე დბარი (დაბ. 1908 წელს, აფხაზი,
ს. კალდახვარი, გლეხი, პროფ. მწყემსი, უპარტიო, 1934 წელს გასამართლებულია საქონლის
ქურდობისთვის) და მისი თანაშემწე მწყემსი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე პულიკი (დაბ. 1910 წელს, ეროვნებით პოლონელი, უპარტიო) შემდეგი ბრალდებით:
იპა დბარს ჰყავს 3 ნაგაზი. ერთ ძაღლს სახელად
ეძახის საბჭოთა მთავრობის ერთ-ერთი წევრისა და კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ხელმძღვანელის სახელს, მეორეს კი - აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის
სახელს. იპა დბარი ასევე ყოვლად ამაზრზენი ფორმით გამოხატავს თავის კონტრრევოლუციურ
დამოკიდებულებას ხალხისა და კომპარტიის ბელადის მისამართით. იგი ასევე ბრალდებულია
იარაღის შენახვასა და მთავრობისადმი დაუმორჩილებლობაში, რადგან უარი განაცხადა
იარაღის ჩაბარებაზე და თქვა, რომ არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიცემული მისი თანაშემწე ვლადიმერ პულიკი ასევე სისტემატიურად, გარეშე პირების თანდასწრებით ეძახის ამ ძაღლებს ხელისუფლების
ხელმძღვანელთა სახელებს ასეთივე ამაზრზენი, კონტრრევოლუციური ფორმით. ბრალდებულები გასამართლებულნი
არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58.10 მუხლით (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას).
ბრალდებულებს მიესაჯათ:
1.
იპა
დამის ძე დბარს მიესაჯოს 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება, ხოლო 3 წლით ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები.
2. ვლადიმერ
ნიკოლოზის ძე პულიკს მიესაჯოს 3 წლით საკონცენტრაციო
ბანაკში გადასახლება, ხოლო 2 წლით ჩამოერთვას პოლიტიკური უფლებები.
(ფონდი 6, საარქივო #3648-07, ტომი 3, ყუთი 11, საქმე დბარი ი. დ.)
No comments:
Post a Comment