პროექტი მიზნად ისახავს გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შეფასებას კონკრეტული პოლიტიკური, სოციო-კულტურული სტრატეგიის ფონზე. ბოლშევიზმის ტოტალიტარულ რეჟიმსა და მხატვრულ-ლიტერატურულ აზროვნებას შორის დაპირისპირებამ მტკივნეული გამოცდილების წლები მიითვალა და ქართული კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი შექმნა. კვლევა სწორედ ამ პერიოდს ასახავს; იგი ჩატარდება შსს არქივში მოძიებული მასალის საფუძველზე, პროფესიული და ადამიანური ეთიკის სტანდარტების დაცვით.
Thursday, April 28, 2016
Saturday, September 19, 2015
დაუმორჩილებელი სტუდენტი დავით ბრელიძე
1939 წლის 27 აპრილს ქ. გორში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დააპატიმრეს დავით
ლევანის ძე ბრელიძე,
22 წლის, გორის პედინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით.
დავით ბრელიძე ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის
#4 ოთახში სტუდენტთა შორის ამბობდა: „საბჭოთა მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში სინამდვილეს
ასახავენ ისე, როგორც ავალებს პარტია და აქებენ მხოლოდ ბელადს“. 1-ლ მარტს ლექციის
შემდეგ საერთო საცხოვრებელში გაზეთის კითხვისას წამოიჭრა საკითხი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რა
დროსაც ბრელიძემ თქვა: „ფაშისტურმა გერმანიამ უკვე დაიპყრო დასავლეთ ევროპის სამი დამოუკიდებელი
სახელმწიფო, რითაც ჰიტლერი ასრულებს საკუთარ გეგმას. 1941 წელს გერმანია მოადგება სსრკ-ს
და გამოჩნდება, რა ძალის მქონეცაა წითელი არმია“. 15 მარტს სადილის დროს მან დალია ჰიტლერის
სადღეგრძელო: „გაუმარჯოს ფაშისტ ჰიტლერს!“
ძიება დიდხანს მიმდინარეობდა. 1939 წლის 16 ივლისს საქმე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. 1940 წლის 16 თებერვალს გამოიტანეს განაჩენი:
დავით ლევანის ძე ბრელიძეს ბრალი ედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58. 10 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო შემდეგი 2 წელი ჩამოერთვას
პოლიტიკური უფლებები.
( შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #3907-07, ყუთი #7, ბრელიძე დ. ბ.)
Wednesday, May 6, 2015
ეგნატე ნინოშვილის სასაფლაოზე თქმული
აჰა,
მოვედით თქვენსა საფლავზე
თავისუფალნი
და ბედნიერნი,
რომ
ჩამოგძახოთ: აღსრულდა ნატვრა
თქვენის
გულიდგან ტანჯვით ნაძგერი.
აწ
გიხაროდეს, აღარ გმინავენ
როზგს-ქვეშ
„გოგია უიშვილები“,
აღარც
სიმონას სტანჯავს დროიძე
და ქრისტინეებს იასონები.
უნათლიშვილის
ქვრივიც გიმადლის,
ვერ
ატყუებენ მოსე მწერლები.
ყველგან
ფრიალობს წითელი დროშა,
ქვეყანას
მართვენ მცირიშვილები.
და
ამ მართვაში განხორციელდა
თქვენი
ნატვრა და თქვენი ანდერძი,
საბჭოთა
ქვეყნის აღმშენებლობას
საფუძვლად
უდევს რკინისა ღერძი.
აწ
განისვენე გულ-დამშვიდებით,
ჯერ
მრევლი არ გვყავს თქვენებრ ძვირფასი,
კვლავაც
შევიკრიბებით თქვენსა საფლავზე
თქვენგნით
აღზრდილი მესამე დასი.
იესე მეგრელაძე
1929
წლის 25 დეკემბერი
(საქართველოს შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო 38879, ტომი 1, ყუთი 165, ჯაში ს.)
Monday, May 4, 2015
სტახანოველი მუშა პოეზიის ფრონტზე
ბახმაროს მთელი სიტურფე,
სიმშვენიერე ნაძვების,
საკმოველ სურნელებითა
შექმნილი რაღაც განგების.
სხვა და სხვა ფერის ყვავილი
ამკობს მომქუხო მდინარეს,
ნანას უმღერის მე და
ჩემს
მომსვენარ ტკბილ მომძინარეს...
მთელი სიტურფე ბახმაროს
ძნელია, ვინმემ ასწეროს,
შეჰკრიბოს მთელი ბუნება
და შრომის ჩანგზე ამღეროს.
ბახმაროს მთელი სიტურფე
მშრომლებსა გულში იხუტებს,
ჩემდა სახსოვრად მოგიძღვნი
ბახმაროს დიად სიტურფეს.
რაფიელ ჯაში
1931 წ. 5. III.
(ფონდი #6, საარქივო # 38879, ტომი #1, ყუთი #165, ჯაში რ.)
Friday, May 1, 2015
2015 წლის 22 აპრილს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921-1941 წლები)“ ფარგლებში გაიმართა ლიტერატურის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარი „დისკურსის ჰორიზონტები“. სემინარზე პროექტის მონაწილემ, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ზოია ცხადაიამ წაიკითხა მოხსენება: „პარტორგანიზაცია - მწერლობაზე იდეოლოგიური კონტროლის სტრატეგი“.
Wednesday, April 22, 2015
„ხულიგანი“ მოწაფე
1938 წლის 20 დეკემბერი, ქ. ფოთი
საქართველოს უმაღლესი სასამართლოს გამსვლელმა სესიამ
განიხილა შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილის საქმე. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია:
ბრალდებული
შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილი, მოზრდილთა ათწლედის მე-9 კლასის მოსწავლე, 19 წლის. მას
ბრალად ედება კონტრრევოლუციური შინაარსის ლექსის გავრცელება. ლექსი თავისი შინაარსით
მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლება იხსენებოდა ქუჩური,
ხულიგნური სიტყვებით. როგორც თვით ბრალდებული განმარტავს, ლექსი მან შეისწავლა
1935 წელში და მას შემდეგ ზეპირად ახსოვდა. 1938 წელს 29 აპრილს ბრალდებული იყო „ბაგოდზერნის“
ფოთის კანტორის აივანზე. მან შეხედა ბელადის სურათს, რომელიც მოჰქონდათ 1 მაისის დღისათვის,
შეაგინა უშვერი სიტყვებით, იქვე აივნიდან ამის შემდეგ წარმოსთქვა სხვების თანდასწრებით
ზემოხსენებული ლექსი. ბრალდებულმა თავი სცნო დამნაშავედ.
სასამართლომ დაადგინა: შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 58.10 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს პატიმრობა 8 წლით 1938 წლის 10 მაისიდან, ჩამოერთვას საარჩევნო ხმის უფლება 3 წლით.
სასამართლომ დაადგინა: შოთა ნოეს ძე ჩავლეიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ სსკ-ის 58.10 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს პატიმრობა 8 წლით 1938 წლის 10 მაისიდან, ჩამოერთვას საარჩევნო ხმის უფლება 3 წლით.
(ფონდი #6, საარქივო #38312-07, ყუთი #48 ჩავლეიშვილი შ. ნ.)
Saturday, April 18, 2015
„დანაშაული“ სამხედრო ნაწილში
1938 წელს საქართველოს გპუ-მ (სახელმწიფო პოლიტიკური
სამმართველო) დააპატიმრა კისელევი ანდრეი გრიგოლის ძე, მზარეული სამხედრო ნაწილში.
მას ბრალად ედება შემდეგი: რამდენჯერმე შემჩნეულია სამუშაოს მიმართ არაკეთილსინდისიერ
დამოკიდებულებაში, სამხედრო მოსამსახურეები დატოვა საუზმის გარეშე, 10-11 თებერვლის
ღამეს ჯარისკაცებს მისცა აუდუღარი ჩაი, რამაც გამოიწვია საჭმლის მომნელებელი სისტემის
მასობრივი მოშლილობა და 214 ადამიანის მოწამვლა.
სასჯელი: ანდრეი გრიგოლის ძე კისელევი გადასახლებულ იქნას 10 წლით შრომა- გასწორების კოლონიაში, შემდეგი 5 წლით კი ჩამოერთვას საარჩევნო ხმის უფლება.
(ფონდი #6, საარქივო #38257-07, ტომი #2, ყუთი #38)
Wednesday, February 18, 2015
„მავნებელი“ პროფესორები
1937 წელს თბილისში დააპატიმრეს სასოფლო-სამეურნეო (მაშინდელი სატყეო-ტექნიკური) ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომელსაც ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური საქმიანობა:
ქურდიანი სოლომონ ზაქარიას
ძე - დაბადებული 1867 წელს
ს. საგარეჯოში, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი, უპარტიო, ნასამართლევი არ არის.
ძიების შედეგად დადგინდა: „1937 წელს НКВД-მ აღმოაჩინა და ლიკვიდაცია უყო კ/რ
„ქართულ ნაციონალურ ცენტრს“, რომელიც მიზნად ისახავდა ინდივიდუალურ ტერორს კომუნისტური
პარტიის (ბ) ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ცენტრს კავშირი
ჰქონდა მავნებლურ ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო სოლომონ ქურდიანი. იგი
ეწეოდა ანტისაბჭოთა მუშაობას მეცნიერების დარგში სატყეო რესურსების ხაზით. ამავე დროს,
ქურდიანი მავნებლური მიზნით არ ამუშავებდა აქტუალურ თემებს, რომელთაც პრაქტიკული მნიშვნელობა
ექნებოდა დღევანდელი დღისათვის. ეს ჯგუფი ეწეოდა სტუდენტთა ნაციონალისტურ აღზრდას,
რითაც აყალიბებდნენ მათ შოვინისტურ ელემენტებად. ამით ისინი ამზადებდნენ კადრებს მავნებლური
მუშაობისათვის სატყეო მეურნეობის დარგში. ყველაფერ ამისათვის ფართოდ იყენებდნენ სამეცნიერო
მეთოდებს და თვით ინსტიტუტსაც, როგორც ერთადერთ სამეცნიერო ავტორიტეტს.“
Friday, January 30, 2015
„საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი“
დაშნიანი პავლე სამუელის ძე (დაბ. 1875 წ. სოფ. ჩხუტელი, ყოფილი მღვდელი, შავსიელი) და ფუტკარაძე გიორგი მიხას ძე (დაბ. 1861 წ. სოფ. სანორჩი, მღვდლის შვილი, ყოფილი კულაკი, შავსიელი) 1937 წელს დააპატიმრა ჩეკამ. მათ საბრალდებო დასკვნაში წერია:
პავლე სამუელის ძე დაშნიანი ხელს უწყობდა მოსახლეობაში რელიგიური ჩვევების გავრცელებას, ნათლავდა ბავშვებს, მათ შორის, მოწაფე პიონერებს, პარტიული ამხანაგების შვილებს მშობლების ნებადაურთველად ნათესავების დახმარებით, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ქმნიდა უკმაყოფილებას მასაში.
გიორგი მიხას ძე ფუტკარაძემ 1920 წელს ოფიციალურად დაანება თავი მღვდლობას და დაიწყო სოფლის მეურნეობის წარმოება. 1934 წლიდან კი ფარულად დაიწყო მღვდლობა, სოფლად სიარული და ბავშვების ნათვლა, მიცვალებულებზე წესების შესრულება და სხვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
1937 წლის 27 ნოემბერს პავლე დაშნიანს მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით (გიორგი ფუტკარაძის სასჯელი უცნობია).
(შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო #37190-07, ტომი 2, ყუთი 39, დაშნიანი პ. ს.)
Wednesday, January 28, 2015
1936 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) დააპატიმრა შემდეგი პირები:
1.
ლამაზაშვილი
გიგო ილოს ძე
2.
ტეტელაშვილი
ნიკო ივანეს ძე
3.
ნატრიაშვილი
ვლადიმერ სტეფანეს ძე
4.
ხუცურაული
ქეთო დავითის ასული
5. ზურაბაშვილი ელენე ივანეს ასული
მათ ბრალი ედებათ შემდეგში:
Saturday, December 20, 2014
ბრალად ედება სამშობლოს სიყვარული
მაია ჯალიაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებიდან
„...წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით,
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.. “
კოლაუ ნადირაძე
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დაუმორჩილებელი და ბედსვერშეგუებული ნაწილი უბრალო ქართველი ხალხისა აგრძელებდა სხვადასხვა სახის წინაღმდეგობას, მართავდა მიტინგებს, ავრცელებდა პროკლამაციებს, კვლავაც დღესასწაულობდა 26 მაისს, რაც მთავრობის მიერ აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები. მიუხედავად ხიფათისა, ამ დღესასწაულზე აფრიალებდნენ საქართველოს დროშებს – ნიშნად დაუმორჩილებლობისა და შავ ბაირაღებს _ ნიშნად გლოვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდებში ბევრი მასალაა, რომლებშიც წარმოჩენილია, როგორ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებებში, ან, უბრალოდ, თანაუგრძნობდნენ. დაკითხულთა შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც არ უშინდებოდნენ შექმნილ ვითარებას და თამამად გამოთქვამდნენ, აზრს, რომ ემხრობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
გთავაზობთ რამდენიმე საქმიდან ამონაწერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოაჩენენ უბრალო ადამიანთა თავგანწირვას საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ამ საქმეებმა ყურადღება მიიქცია იმით, რომ უბრალო ადამიანები დაკითხვაზე თამამად პასუხობენ დამკითხველს და არ ერიდებიან, რომ საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები. მართალია, ამგვარი რამ დაკითხვის ოქმებში შედარებით იშვიათად გვხვდება. ძირითადად, ბრალდებულნი, საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა განვითარების გზას დაადგება.
Subscribe to:
Posts (Atom)





