Sunday, July 27, 2014

აკროსტიხი

ემი სიცოცხლის ყვავილებს
ხარებს შენი ყურება,
ულს მიხალისებს, სულიკო,
გრე კეკლუცი ბუნება.
არბად ვისწრაფვი შენსაკენ,
ნდა გაკოცო თვალებში,
ურფა ხარ, მეტად ლამაზი,
რჩევი ყველა ქალებში.
                                                    გრიშა

    (ფონდი 6, საარქივო 27746, ყუთი 108, შეყლაშვილი შალვა, ბრალდებულია ანტისაბჭოთა საქმიანობაში, რაც გამოხატულია არალეგალურ მენშევიკურ პარტიაში მუშაობით)

Monday, July 7, 2014

ივანე ერასტის ძე შეყრილაძე, 26 წლის, ქართველი, გლეხი, ს. ხრეითი, შორაპნის მაზრა, უცოლო, განათლება შინაური, მენშევიკური პარტიის წევრი 1926 წლიდან. ბრალდება: არალეგალურ მენშევიკურ ორგანიზაციაში მუშაობა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელება. სასჯელი: პატიმრობა 1 წლით. 
საქმეში ბრალდების ნივთმტკიცებად არის ლექსებიც. 


ამონაწერი
რა ვუყოთ მერე, ძამიავ,
ჭირი რომ გიდგას კარსაო,
ამ დროს სჭირია, ვაჟკაცმა
შემოუაროს თავსაო.
გამაგრდი ჭირში, ვითა კლდე,
ნუ ღვრი ცრემლების ღვარსაო,
ტირილი საქმეს ვერ შველის,
ტყვილათ შეირცხვენ თავსაო.
მოდი აქ ჩემთან, მახლობლათ
ამომიჯექი მხარსაო,
ნიჩაბი შენ გაქვს, მე ბარი,
გავიყვანთ სწორსა გზასაო.
არ შეუშინდე გასაჭირს,
გაუძელ განსაცთელსაო,
თუმცა ამ დროშიც ბევრია
სატირალ საჩხივარიო,
მაგრამ ძველ დროსთან ახალი
 არ არის შესადარიო.
ცოტა თუ კიდევ გავძელით,
გამოვა კარგი დარიო,
აყვავდება ბუნება,
იხარებს მთა და ბარიო.
                            Рухадзе  Евгени

(ამავე ფურცელზე წერია: Рухадзе  Евгени Зурабович ევგენი ჩაგრულიშვილი)

(ფონდი 6, საარქივო 27567, ყუთი 82, საქმე - შეყრილაძე ვ. ი.)