Friday, January 30, 2015

„საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი“

დაშნიანი პავლე სამუელის ძე (დაბ. 1875 წ. სოფ. ჩხუტელი, ყოფილი მღვდელი, შავსიელი) და ფუტკარაძე გიორგი მიხას ძე (დაბ. 1861 წ. სოფ. სანორჩი, მღვდლის შვილი, ყოფილი კულაკი, შავსიელი) 1937 წელს დააპატიმრა ჩეკამ. მათ საბრალდებო დასკვნაში წერია:


პავლე სამუელის ძე დაშნიანი ხელს უწყობდა მოსახლეობაში რელიგიური ჩვევების გავრცელებას, ნათლავდა ბავშვებს, მათ შორის, მოწაფე პიონერებს, პარტიული ამხანაგების შვილებს მშობლების ნებადაურთველად ნათესავების დახმარებით, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ქმნიდა უკმაყოფილებას მასაში. 
გიორგი მიხას ძე ფუტკარაძემ 1920 წელს ოფიციალურად დაანება თავი მღვდლობას და დაიწყო სოფლის მეურნეობის წარმოება. 1934 წლიდან კი ფარულად დაიწყო მღვდლობა, სოფლად სიარული და ბავშვების ნათვლა, მიცვალებულებზე წესების შესრულება და სხვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 

1937 წლის 27 ნოემბერს პავლე დაშნიანს მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით (გიორგი ფუტკარაძის სასჯელი უცნობია). 


(შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო #37190-07, ტომი 2, ყუთი 39, დაშნიანი პ. ს.)

No comments:

Post a Comment