Tuesday, November 26, 2013

„რაც რომ გულში მაქვს უნდა ვსთქვა,
გინდ რომ დამარტყა თავზე ქვა,
მინდა ჩვენ ხალხზე რამე ვსთქვა,
ჩემი წყლულები გამოვსთქვა.
რაც მეზობლები დამიჯდა,
ყველა მტერადა დამიჯდა,

კარგი რომ ვქენი ეწყინათ,
ავი რომ ვქენი ეცინათ,
მე რომ ვშრომობდი ეძინათ
გამოეღვიძათ, ერცხვინათ,
შემომესიეს მტერადა
მთლად რომ გავტყავდი,
ყველას საცინლად ავყავდი.
ასეთ საშინელ ხალხში ჩავარდი
წყევლაკრულვასა ვასხამდი.
განვშორდე საით წავიდე
არადა სულით წამიღეს.“

ლექსის ავტორია შალვა ივანეს ძე ზამთარაძე - სტუდენტი, 26 წლის, თბილისის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, 1923 წელი.
            
                (შსს არქივი, ფონდი #6, საარქივო #23439, ყუთი #74, საქმე -ზამთარაძე შ. ი.)

No comments:

Post a Comment